ჩვენს შესახებ

Anvol წარმოადგენს 1995 წლის 11 აგვისტოს ესტონეთის, ქ. ტალინში დაფუძნებულ კერძო კომპანიას. დღეისათვის Anvol-ს ჰყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩართულია სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქციის დისტრიბუციასა და საცალო გაყიდვაში.

კომპანია ოპერირებს ბალტიის ზღვის რეგიონში (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუსეთის კალინინგრადის რაიონი) და საქართველოში. კომპანიის სათავო ოფისი და მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი მდებარეობს ტალინის მახლობლად, რაც იძლევა საქონლის ნაკადის მოქნილი და შეუფერხებელი მართვის საშუალებას. Anvol-ს დასაქმებული ჰყავს 400 ადამიანზე მეტი, რომლის წლიური საერთო ბრუნვა შეადგენს 45 მილიონ ევროს (2019), ყოველწლიურად 15%-იანი საშუალო ზრდის მაჩვენებლით.

ჩვენი ძლიერი მხარეა მუშაობის ხარისხზე განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა და ხანგრძლივი თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან და კლიენტებთან. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სათამაშოების დინამიურად განვითარებად ბაზარს და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს. ჩვენი მარკეტინგის გუნდი ცდილობს, იპოვოს ახალი და კრეატიული იდეები ჩვენი ბრენდების განვითარებისთვის. გაყიდვების პერსონალი მუდმივ კონტაქტშია ჩვენს მომხარებლებთან, იმისათვის რომ ვიპოვოთ საუკეთესო გზები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გასაფართოებლად.

გარდა სადისტრიბუციო საქმიანობისა, Anvol ასევე ჩართულია საცალო გაყიდვების ოპერაციებში. ჩვენ ვამუშავებთ მაღაზიათა ორ ქსელს: XS Toys („იქსეს სათამაშოები“), უმაღლესი ხარისხის სათამაშოების 45 მაღაზია ექვს ქვეყანაში და Chicco-ს ბრენდის 5 მაღაზია ესტონეთსა და ლატვიაში, ჩვენი დიდი ხნის იტალიელი პარტნიორის Artsana-ს ფრენჩაიზ-ბრენდი.

სათამაშოების სფეროში 20 წლიანმა მუშაობამ მოგვცა დიდი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას, გათვალისწინებით იმისა, რომ გვაქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიოში საუკეთესო მომხმარებელთან – ბავშვებთან!

სტანისლავ ნემკო
აღმასრულებელი დირექტორი

ჩვენი მდებარეობა

ჩვენი მდებარეობა
 slider-image  slider-image  slider-image  slider-image  slider-image

დისტრიბუცია

დაფუძნებისთანავე კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მომწოდებლებისგან ხარისხიანი სათამაშოებისა და საბავშვო საქონლის მოწოდებას. ჩვენ გვაქვს სადისტრიბუციო ბრენდების სოლიდური პორტფოლიო, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი კლიენტებისთვის ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთსა და საქართველოში. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან Moose, Spinmaster, MGA, Trefl და Artsana. სრული ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, უფრო დიდია.

თითოეულ სადისტრიბუციო ბაზარზე ჩვენ გვყავს ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური შეკვეთით დამზადებულ გადაწყვეტებს თითოეული კონკრეტული ქვეყნისთვის. ჩვენ პირდაპირ ვაწვდით საქონელს 2000-ზე მეტ მაღაზიას, დაწყებული პატარა ჯიხურებიდან, დამთავრებული უდიდესი სუპარმარკეტების ქსელამდე. როგორც დისტრიბუტორი, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბრენდები. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, ხანგრძლივი ურთიერთობები ავაგოთ ჩვენს მომწოდებლებთან, ჩვენი ძირითადი ბრენდების უმეტესობა უკვე ათწლეულებია ჩვენთან თანამშრომლობენ!

ჩვენი გაყიდვების გუნდი

ჩვენი ბრენდები

slide slide slide

XS სათამაშოები

“XS სათამაშოების” პირველი მაღაზია გაიხსნა ტალინში 2004 წელს. 2018 წლის ბოლოს კომპანია ოპერირებდა პრემიუმ ხარისხის სათამაშოების 45 მაღაზიით ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, რუსეთის კალინინგრადის რაიონში და საქართველოში. 2011 წლისთვის მომხმარებლებისთვის “XS სათამაშოების” შეძენა ასევე ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტით.

“XS სათამაშოები” სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს და წარმოადგენს მათ მეგობრულ და თანამედროვე გარემოში, რომელიც შექმნილი და შემუშავებულია კომპანიის შიგნით. კონკრეტული ყურადღება ექცევა უახლეს ლიცენზიებს, სატელევიზიო და ინტერნეტ კონტენტზე დაფუძნებულ გმირებსა და ექსლუზიურ “XS სათამაშოების” პროდუქტის ხაზებს.

illustrating-image-for-text
slide slide slide

bo.

მოგესალმებით ბო!

სავაჭრო ნიშანი BO დაიბადა ანვოლში 2021 წელს გუნდური მუშაობის შედეგად.
ამ სავაჭრო ნიშნის მიღმა შეგიძლიათ იხილოთ პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიები,რომელიც ყოველთვის ვითარდება და ფართოვდება BO-ს ფარგლებში.
შეგიძლიათ ნახოთ პროდუქტები, რომლებიც შექმინილია იმ მიზნით, რომ მხიარულ აქტივობას დამატებით აქვს საგანმანათლებლო დატვირთვა.
BO-სთან ერთად ჩვენი სურვილია წვლილი შევიტანოთ ბავშვების კოგნიტურ და ინტელექტუალურ განვითარებაში.ყველა დეტალი არის საგულდაგულოდ გააზრებული: ნათელი ნახატები,ფერები და სახალისო ილუსტრაციები.
BO-ს პროდუქციის პორთფოლიოში ნახავთ ლოკალიზებულ პროდუქტებს რეგიონების მიხედვით.პროდუქცია ხელმისაწვდომია ესტონურ,ლატვიურ,ლიტვურ,რუსულ,ფინურ და ქართულ ენაზე.

მოგესალმებით BO!

illustrating-image-for-text
slide slide slide slide slide slide

კონტაქტი

ესტონეთის სათაო ოფისი

OÜ Anvol

Kaldase tee 4, Maardu

ესტონეტი 74114

Tel: +372 6388 100

[email protected]

ლატვია

SIA Anvol

Noliktavu iela 7
Dreilini, Stopinu nov.

LV-2130

ლატვია

Tel: +371 6731 2685

[email protected]

ლიტვა

UAB Anvol

Savanorių pr. 178A

Vilnius 03154

ლიტვა

Tel: +370 5265 3687

[email protected]

კალინინგრადი

Anvol Ltd.

Poltavskaya str. 3

236004 Kaliningrad

რუსეთი

Tel: +74 012 685 021

[email protected]

ფინეთი

OY Anvol

Urho Kekkosen katu 4-6E

Helsinki 00100

ფინეთი

[email protected]

საქართველო

Anvol Ltd.

Saburtalo 42, Tbilisi

საქართველო 0194

Tel: + 995 322 430 460

[email protected]

სლოვენია

ANVOL ADRIA d.o.o

Prosenisko 104,

3230 SENTJUR

სლოვენია

[email protected]

ახალმა მომწოდებლებმა მოგვწერეთ [email protected]

თუ გაქვს სურვილი, რომ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, დაგვიკავშირდი [email protected]

სიახლეები

Anvol Caucasus LTD, Saburtalo district, losebidze str. 49, Tbilisi, Gruzija 0160, Tālr. + 995 322 430 460