საწყობის გაფართოება!

მაღალი სეზონის დაწყებამდე დასრულდა ანვოლის ბიზნეს ცენტრის გაფართოებაქალდასეს ქუჩაზე.დაემატა დაახლოებით 2500 მ2 საჭირო სასაწყობო ფართი,რათა უკეთ გავუმკლავდეთ შეკვეთების მუდმივად მზარდ ნაკადს.ახლა გვაქვს 7000 მ2 საწყობი, 1500 მ2 ოფისი და 60-ზე მეტი პარკინგი-ყველასათვის საკმარისი ადგილია!

ახალი და საინტერესო ბიზნეს ფორმატი XS სათამაშოებისთვის !

XS Toys ისტორიაში პირველად შევიდა ახალ მიმართულებაში.წარმოგიდგენთ XS Zaislai აუთლეტის მაღაზიას. პირველი მაღაზია გაიხსნა ვილნიუსში,ლიტვაში 18.09.2023 წელს!პირველი მცდელობა მთელი XS Toys ბრენდისთვის!

Rocca al Mare XS Mänguasjad მაღაზია უკვე ახალ ადგილას გადავიდა.

ზედმეტად მაგარი,ზედმეტად დიდი და ლამაზი მაღაზია უკვე ბავშვებს ახალ ადგილას მოუყრის თავს .სუპერმხიარული მაღაზია უამრავი გასართობით და სათამაშოების საუკეთესო არჩევანით!

ახალი XS სათამაშოების მაღაზია ლუბლიანაში,სლოვენია !

ფლაგმანი XS toys = XS Igrače მაღაზია გაიხსნა სლოვენიაში ძველი ძვირფასი ქართველი პარტნიორების მიერ.ლამაზი,ნათელი მაღაზიის ფართობი არის 308,14მ2 და არის ყველაზე ლამაზი სათამაშოების მაღაზია სლოვენიაში!მაღაზია მდებარეობს დედაქალაქის საუკეთესო სავაჭრო ცენტრშილუბლიანას სითი პარკში.

ანვოლი სიმწვანისკენ !

ანვოლის გუნდი აფასებს და მიისწრაფის სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ!ჩვენი აქტიური გუნდის წევრების მხარდასაჭერად ჩვენ დავაყებეთ ველოსიპედები,რომ გამოიყენონ ჩვენმა თანამშრომლებმა სამსახურში მოსასვლელად.ჩვენი სათაო ოფისი არ მდებარეობს ქალაქის ცენტრში.აქ მოსასვლელად ცენტრალური ტალინიდან დაახლოებით 15 კილომეტრია საჭირო.

Anvol მხარს უჭერს ადგილობრივ მცურავ სკოლას!

Anvol საცალო ბრენდი XS Toys შეუერთდა Maardu Sailing სკოლას . XS ბრენდის ახალი ოპტიმისტი ნავი იდეალურია ახალგაზრდების პირველი შეჯიბრებისთვის.გარდა ამისა, ანვოლმა მხარი დაუჭირა სკოლას ჰალი ჰანსენის ქურთუკებით, ამინდის გამძლეობით ყველა ახალგაზრდა ათლეტისთვის! იარეთ უსაფრთხოდ, ახალგაზრდა ნიჭიერებო!

ანვოლ ლატვია აღნიშნავს 25 წლისთავს!

განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს- 25 წელია უკვე რაც ანვოლ ლატვია სიხარულს ანიჭებს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან მომხმარებლებს – ბავშვებს!წარმოიდგინეთ -ეს არის მეოთხედი საუკუნის!ბავშვები , რომლებიც ანვოლთან ერთად გაიზარდნენ ,ახლა აგრძელებენ საკუთარი შვილების სიხარულს! შესაძლოა ჩვენი მომავალი ერთად იყოს მხიარული!

Anvol მიიწევს სიმწვანისკენ!

ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ ,რომ ANVOL-მა დაიწყო მწვანე პროექტი ,რათა გახდეს უფრო მდგრადი. ჩვენ თავი შევიკავეთ ყველა ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებისგან თავი როგორც სათაო ოფისში,ასევე ჩვენს საწყობში რომელიც მდებარეობს ტალინში.ჩვენ განვათავსეთ ნარჩენების დახარისხების კარადები და უარი ვთქვით სტანდარტულ ნაგვის ურნების განთავსებაზე ჩვენს ოფისში.ეს არის პირველი,მაგრამ ღირსესანიშნავი ნაბიჯი ჩვენს მწვანე მოგზაურობაში.ჩვენ ვზრუნავთ!

უფრო მეგობრული დედამიწისთვის

Anvol-ის მიზანია ,რომ გახდეს უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი კომპანია.ამ მიზნით, ჩვენ გვყავს თანამშრომელი საწყობში, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ამუშავებს ძველ მუყაოს ყუთებს . ჩვენ ვზრუნავთ!

ანვოლი 2022 საახალწლო ბარათი

წელს ანვოლ-ის საახალწლო ბარათი მზადდება სიყვარულით და ზრუნვით ანვოლ-ისთანამშრომლების ბავშვების მიერ.ამ წელს საახალწლო ბარათის კონკურსში ჩვენ მივიღეთ ბევრი ლამაზი ბარათი ჩვენი შვილებისგან.გამოვლინდა გამარჯვებული 13 წლის ჯულია და მისი ბარათი ზემოთ არის ნაჩვენები!

პირველი XS სათამაშოების მაღაზია სლოვენიაში, ცელიეში!

პირველი XS Toys მარაზია უკვე გაიხსნა და ის მდებარეობს სავაჭრო ცენტრში Citycenter Celie, სადაც 240 მ2 განთავსებულია საუკეთესო ხარისხის სათამაშოები ყველა ასაკისთვის.თანამედროვე ატმოსფერო,უახსელი სათამაშოები შეგიძლიათ ოპოვოთ სწორედ აქ, ცელეში!

ანვოლის საახალწლო ბარათის ხატვის კონკურსის წვეულება!

ჩვენი საახალწლო ბარათის ხატვის კონკურსის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა,ჩვენმოვაწყვეთ მხიარული წვეულება ყველა მონაწილესთვის!ბავშვებს შეეძლოთ შეხვედროდნენ და მისალმებოდნენ პეპა გოჭს,სპაიდერმენს! მეკობრე ზრუნავდა გართობასა და აქტივობებზე! და რა თქმა უნდა ყველა მონაწილე ვინც იმყოფებოდა დავაჯილდოვეთ და ამ წლის გამარჯვებული გამოვაცხადეთ ,რომელიც იყო ჯულია!

ახალი XS Lelut მაღაზია თურქუში, ფინეთი!

ნოემბრის ბოლოს XS Lelut სიამოვნებით მიესალმება ახალ მარაზიას სავაჭრო ცენტჰანსაკოტელში,თურქეთში.მაღაზია 226 მ2 მდებარეობს საცაჭრო ცენტრის პირველ სართულზე.ფილიალში პროდუქციის ფართო და განახლებულია ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ახალი XS Lelut მაღაზია Espoo-ში, ფინეთში!

მოხარულები ვართ განვაცხადოთ , რომ XS Lelut-მა გახსნა მაღაზია Ainoa სავაჭრო ცენტრში Espoo-ში!სავაჭრო ცენტს აქვს 100-ზე მეტი მარაზია და რესტორანი მეტროსთან და კარგი სატრანსპორტო კავშირები.მაღაზია მდებარეობს პირველ სართულზე 331 მ2 ფართობით და აქვს ბავშვებისთვის ლამაზი და მოდური სკანდინავიური პროდუქტების სრულად ახალი განყოფილება.

ახალი ლოკაცია XS-ის Mänguasjad ფილიალის ტალინის სავაჭრო ცენტრში!

XS Mänguasjad   გადავიდა ახალ, უფრო თვალსაჩინო ადგილას ტალინის სავაჭრო ცენტრში. პირველ სართულზე მდებარე მაღაზია არის ნათელი და ლამაზი,მაღაზია მოიცავს 407/მ2 ფართობს და მზადაა ყველა პატარა თუ დიდი მომხმარებლის მისაღებად!

ახალი XS მაღაზია გაიხსნა Riga Domina სავაჭრო ცენტრში!

მაღაზია უფრო დიდი გახდა,ახლა უკვე 275/მ2 ფართობით ორი შესასვლელით.დიდი ციფრული ეკრანით რომელიც შემოსასვლელთან მდებარეობს მაღაზიას უფრო მიმზიდველს ხდის.

ახალი XS Toys მაღაზია გაიხსნა სამარყანდში უზბეკეთში!

პირველი XS Toys მაღაზია უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტის გარეთ აპრილში გაიხსნა! ის მდებარეობს ქალაქ სამარყანდში Family Park სავაჭრო და გასართობ ცენტრში, მაღაზიის ფართობია 150 მ2 .ჩვენი ახალი ფილიალი აუცილებლად გახდება ცხელი წერტილი ადგილობრივი მყიდველებისთვის, რომლებიც ეძებენ ხარისხიან სათამაშოებსა და თამაშებს სამარყანდში – უზბეკეთის სიდიდით მესამე ქალაქში.

XS ფილიალის გრანდიოზული გახსნა შვედეთში!

გრანდიოზული გახსნის ღონისძიება გაიმართა 1 აპრილს -გავხსენით პირველი XS Toys მაღაზია შვედეთში.მაღაზია მდებარეობს სკანდინავიის უდიდეს და ყველაზე ლამაზ სავაჭრო ცენტრში სოლნაში.თანამედროვე,არაჩვეულებრივი ატმოსფერო და მაღაზიების მრავალფეროვანი არჩევანი იდეალურად ემთხვევა ახლად შემუშავებულ XS Toys-ის კონცეფციას.

XS Toys მხარს უჭერს უკრაინელ ბავშვებს

XS Toys-ის მაღაზიებმა შეაგროვეს 25 ათასი ევრო 22 მარტის კამპანიის დროს ბავშვების მხარდასაჭერად,რომლებსაც უკრაინაში შექმნილი საგანგებო სიტუაციდან გამომდინარე მოუწიათ ქვეყნის დატოვება.ესტონეთის,ლატვიისა და ლიტვის ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით შემოწირულება გადაეცათ უკრაინელ ბავშვებს.ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით უკრაინელი ბავშვების დახმარებას.

ცვლილებები შ პ ს “ ანვოლში“ ფრენჩაიზზე

უკრაინაში მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით,ანვოლმა გადაწყვეტილება მიიღო გაეუქმებინა ხელშეკრულება,რომელიც გულისხმობს XS Toys სათამაშოების მაღაზიებისთვის რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ტერიტორიიდან ფრენჩაიზის მოხსნას.

ახალი XS Lelut ახალი მაღაზია გაიხსნა კაუპაკესკუს სავაჭრო ცენტრში

ფინეთში მაღაზიების გაფართოების შემდეგ,ახალი XS Lelut მაღაზია გაიხსნა კაუპაკესკუს სავაჭრო ცენტრში.1.03.2022. ჩვენი პერსონალი სიამოვნებით მიესალმება მომხმარებელს თანამედროვე 376 კვადრატული მეტრის ფართობის მაღაზიაში სათამაშოების სამყაროს შესასწავლად!

დაჯილდოების დრო!

Anvol-მა 2021 წლის ბოლოს მიიღო სურპრიზი- ჩვენ ნომინაცია მივიღეთ”წლის პროდუქტები 20 ევრომდე” Finland Online Awards-ის მიერ კატეგორიაში. გამარჯვებულები ფინეთის უმსხვილესმა ელექტრონული კომერციის ექსპერტებმა და მომხმარებლებმა გადაწყვიტეს.დიდი მადლობა ყველა ჩვენგანისგან- ანვოლი!

დაუგავპილსში,სავაჭრო ცენტს Ditton Nams-ში ახალი XS Toys მაღაზია გაიხსნა

მაღაზიების ქსელის გაფართოების შემდეგ 2021 წლის 9 დეკემბერს დაუგავპილსში სავაჭრო ცენტში ვიზიტორებისთვის გაიხსნა თანამედროვე სათამაშოების მაღაზია XS Toys. ახლა დაუგავპილის ყველა პატარა მომხმარებელი აღფრთოვანებული იქნება სათამაშოების ფართო ასორტიმენტით!

ჰელოუინი

ჩვენ ანვოლში მუშაობას და თამაშს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და წელს ჰელოუინზე აღვნიშნეთ ჰოლივინი: საშინელი არსებები, ჰოლივუდის კინოს ვარსკვლავები და ყველა სახის პერსონაჟი შეიკრიბნენ საღამოსთვის ჰელოუინის თემატური საკვებით .

ანვოლი “ოი” 5 წლისაა

ჯერ არ არის სკოლის მოსწავლე, მაგრამ მტკიცედ დგას! ჩვენი ფინეთის გუნდი ყველაფერს აკეთებს ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა ბიზნეს განყოფილების შესანარჩუნებლად და ზრდისთვის. ანვოლი “ოი” უკვე მართავს 12 საცალო მაღაზიას და სულ უფრო მეტად არის ჩართული სადისტრიბუციო ოპერაციებში ფინეთში.

კალდასეს თასი 2020

ისევე როგორც ევრო 2020, ეს თამაშიც გადაიდო, მაგრამ არასოდეს გაუქმებულა! პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა მოედანზე, ჩვენი ახალი ოფისისა და სადისტრიბუციო ცენტრის გვერდით, კალდასე 4, მაარდუში. მონაწილეობდნენ ჩვენი ყველა მარკეტის მოთამაშეები, მაყურებლები ტკბებოდნენ თამაშის პროცესით,ხოლო საკვების სატვირთო მანქანა მოედნის გვერდით იყო გაჩერებული!

Bo-ბო

ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ბრენდი,რომელსაც უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ საკუთარი!გამოცდილების დაგროვებით,რაც ჩვენ ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო 26 წლის განმავლობაში ჩვენი R&D გუნდი გამოვიდა BO.ლოკალირებული საგანმანათლებლო პროდუქტების სპექტრი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.ლოკალიზაცია კეთდება ჩვენი ყველა ბაზრისთვის და შვიდ ენაზე. ჩვენ ახლახან ვიწყებთ!

It´s magic!

უახლესი დამატებები ჩვენს მუდმივად გაფართოებულ XS Toys საცალო ქსელში! ტაშკენტში XS Toys-ის ორმა ახალმა მაღაზია გაიხსნა. პირველი Magic City Park-ის ტერიტორიაზე – ცენტრალური აზიის უდიდესი გასართობი პარკი. პარკი იხსნება წელიწადში 365 დღე და აქვს უამრავი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. მეორე მაღაზია Depo Mall-ში გაიხსნა ახალი სავაჭრო ცენტრი ტაშკენტში 200-ზე მეტი სხვადასხვა ზომის პუნქტით.

XS სათამაშოებმა მიიღო გამარჯვებულის პრემია ესტონეთის შემოქმედებით ფესტივალზე სახელწოდებით „Golden Egg”

ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ ,რომ XS Toys-ის სარეკლამო რგოლმა მიიღო ვერცხლის კვერცხი ანიმაციის კატეგორიაში , ესტონეთის უდიდეს შემოქმედებით ფესტივალზე „Golden Egg”.

XS Toys მაღაზია ფართოვდება ესტონეთში, ტარტუს უნივერმაღში.

ჩვენ სიხარულით ვიზიარებთ სასიხარულო ცნობას,რომ XS Toys-მა კარი გააღო უფრო ფართოსივრცისთვისდა უფრო დიდი არჩევანისთვის საყვარელი მომხმარებლისთვის.საგანმანათლებლო სათამაშოები,ბავშვთა პროდუქტები,მუსიკალური სათამაშოები,სუპერგმირები- ყველაფერს ნახავთ აქ!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტარტუში!

L.O.L. Remix მომღერალი ნიღბის ბავშვების ნახატების კონკურსში

2020 წლის ბოლოს L.O.L. Remix dolls აფინანსებდა ცნობილ შოუს „Singer in the Mask“ ესტონეთსა და ლატვიაში. ჩვენდა სასიხარულოდ კონკურსმა სისი წარმატება მოიტანა ესტონეთში 4000 – ზე მეტი საბავშვო ნახატისა და 2000 – ზე მეტი ნახატი ლატვიაში.ჩვენ ველოდებით ასეთ პროექტებში მონაწილეობას 2021 წელს.

XS სათამაშოების განახლებული ფილიალი უკვე თბილისი გალერეაში

ბავშვების საყვარელი სათამაშოების მაღაზია „XS სათამაშოები“, რომელიც მდებარეობს გალერეა თბილისის მესამე სართულზე უკვე განახლებული უფრო დიდი სივრცით დაგხვდებათ.ერთ სივრცეში უკვე შესაძლებელია როგორც სათამაშოების ასევე წიგნების შეძენაც.

მაღაზია XS სათამაშოები ფართოვდება სავაჭრო ცენტრ სპაისში!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ XS სათამაშოებმა სავაჭრო ცენტრ სპაისში კარი გაუღო უფრო დიდ და გამდიდრებულ სათამაშოების მაღაზიას. ახლა უფრო მეტი სიხარულია სავაჭრო ცენტრ სპაისის პატარა მომხმარებლების გულებში! ველით თქვენთან შეხვედრას!

უზბეკეთში, ქ. ტაშკენტში სამარქან დავროზაში ახალი XS სათამაშოების მაღაზიის გახსნა

გვაქვს პატივი გაცნობოთ სამარქან დავროზას სავაჭრო ცენტრში XS სათამაშოების მაღაზიის გახსნის შესახებ. გარდა ბრენდული მაღაზიების დიდი რაოდენობისა, სავაჭრო ცენტში განთავსებულია   უზბეკეთის ყველაზე დიდი კვების ობიექტები, ასევე კინოთეატრები, სხვადასხვა ტიპის სათამაშო მოედნები და გასართობი ადგილები.

XS სათამაშოები სელოში გაიხსნა

სავაჭრო ცენტრი „სელო“ ქალაქ ესპოოში, ფინეთი, არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული სკანდინავიაში. 170-ზე მეტი მაღაზია და 30-ზე მეტი რესტორანი მზად არიან, რომ გიმასპინძლონ. გახლავართ ძალიან ბედნიერები, რომ ვართ აღნიშნული სავაჭრო ცენტრის ნაწილი მაღაზიით XS სათამაშოები. გვეწვიეთ!

„XS სათამაშოების“ ფლაგმანური მაღაზია იხსნება უზბეკეთის ქალაქ ტაშკენთში

„XS სათამაშოების“ ფლაგმანური მაღაზია იხსნება ტაშკენტში, თანამედროვე სავაჭრო ცენტრ „ატლასში“. ცენტრი შეიცავს 50-ზე მეტ მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ელექტრონიკის, აქსესუარების და მრავალი სხვა პროდუქცია. გასართობ ნაწილში განთავსებულია კინოთეატრი, დიდი ტერიტორია კვების ობიექტებისთვის და სათამაშო ზონები ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისათვის.

წელს განსაკუთრებული დაბადების დღე გვაქვს!

დრო მიდის! წელს აგვისტოში აღინიშნება 25 წელი, რაც „ანვოლი“ ემსახურება მსოფლიოს ყველაზე ძვირფას მომხმარებლებს – ბავშვებს. დროის ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი მოვლენის, მიღწევის, აღმოჩენისა და ემოციის თვითმხილველები გავხდით. არასოდეს ყოფილა მოსაწყენი! ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ მომდევნო 25 წლის დასაპყრობად!

„XS სათამაშოების“ მაღაზია „რიგა პლაზაში“ მოგხიბლავთ განახლებული და გაშლილი სივრცით

„რიგა პლაზას“ მოდისა და გასართობი ცენტრში მდებარე „XS სათამაშოების“ მაღაზია აღაფრთოვანებს თავის მომხმარებლებს განახლებული და გაშლილი სივრცით, რომელიც გახდა „XS სათამაშოების“ წამყვანი მაღაზია ლატვიაში უდიდესი ფართობით. ადრე მაღაზიის ფართობი იყო 485 მ2, მაგრამ სათამაშოების ფართო სპექტრითა და სათამაშო მოედნით, ის ახლა უკვე 632 მ2-ს აღწევს. მაღაზია მზადაა სიხარული მიანიჭოს თავის უმცროს და უფროს მომხმარებლებს.

„XS Lelut“-ი გაიხსნა სავაჭრო ცენტრ „ჯუმბოში“

ვანტაას შუაგულში, ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტიდან არც ისე შორს და ორ მთავარ მაგისტრალს შორის, მდებარეობს სავაჭრო ცენტრი „ჯუმბო“, რომელშიც არის 120 მაღაზია, ორი ჰიპერმარკეტი და 4600 უფასო საპარკინგე ადგილი. „ჯუმბო“ განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. „XS Lelut“ ახლა უკვე სავაჭრო ცენტრ „ჯუმბოში“ გაიხსნა. ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ სათამაშოების მაღაზიებთან დაკავშირებული საჭიროებები ჩვენი სასიამოვნო, ბრწყინვალე და 380 მ2 ფართობის მქონე … Continued

„XS Lelut“ შეუერთდა „ტრიპლას“ სავაჭრო ცენტრს

სავაჭრო ცენტრი „ტრიპლა“ წარმოადგენს დიდი „ტრიპლა კომპლექსის“ ნაწილს – ადგილი, სადაც კულტურა, საცალო მაღაზიები, ბიზნესი და სატრანსპორტო მომსახურება ერთიანდება ერთ საუცხოო სივრცეში. იგი შთააგონებს და იზიდავს ადამიანებს ახლო და შორეული უცხოეთის ქვეყნებიდან. „XS Lelut“ მოხარულია, რომ „ტრიპლას“ საოცარი სამყაროს ნაწილია.

„XS Lelut“ საშობაო ვიტრინა ჰელსინკში

მოხარული ვართ გაგიზიაროთ „XS Lelut“-ის საშობაო დეკორაციული ვიტრინა, რომელიც წარმოდგენილია ჰელსინკის ცენტრში მდებარე სტოკმანის უნივერმაღში. დროა, კიდევ ერთხელ დაველოდოთ შობის მოსვლას ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

განცხადება „ანვოლი საქართველოს“ შესახებ

ჩვენ გავხდით შპს „ბიბლუსის“ გუნდის წევრები (პალიტრა მედია ჯგუფის ნაწილი) საქართველოში, კავკასიაში ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერების და განვითარების მიზნით. ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს მომავალი წლების განმავლობაში რეგიონში ჩვენი ბიზნესის განვითარებას, როგორც დისტრიბუციის, ისე საცალო ვაჭრობის კუთხით.

ამჟამად, ახალი სათაო ოფისი უკვე ოფიციალურად გაიხსნა

24 აგვისტოს ესტონეთის ქალაქ მაარდუში ჩვენს ახალ ოფისში გაიმართა ახალი სათაო ოფისის ბრწყინვალე გახსნის წვეულება. ჩვენს კოლეგებს შვიდივე ბაზრიდან საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალი შენობის ექსკურსიაში, გაესინჯათ გემრიელი კერძები და დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით, ასევე სცენაზე თავად გამოსვლის შესაძლებლობით. საუკეთესო შემსრულებლებს ესალმებდნენ აპლოდისმენტებით და პრიზებით, ჩვენ ყველამ კარგად ვიმხიარულეთ!

„XS Lelut“ კამპიზე

„კამპი ჰელსინკის კომპლექსი“ მდებარეობს ქალაქ ჰელსინკის ცენტრში, სულ 135000 მ2 დასრულებული ფართობით, მათ შორისაა 6-სართულიანი სავაჭრო ცენტრი, სადაც განთავსებულია 120-ზე მეტი მაღაზია და 20 რესტორანი, ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები, ავტოსადგური, კამპის მეტროსადგური და საპარკინგე ტერიტორია. „XS Lelut“, რომელიც განთავსებულია მე-3 სართულზე გთავაზობთ სათამაშოებისა და თამაშების საუკეთესო არჩევანს უახლეს ლიცენზიებზე აქცენტით. მაღაზიის საერთო ფართი 350 მ2-ზე … Continued

„ანვოლის“ სათაო ოფისმა ადგილი შეიცვალა!

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ „ანვოლი“ გადავიდა დიდი თავისუფალი სივრცის მქონე სრულიად ახალ ოფისში. ჩვენი პერსონალი და ყველა ჩვენი სათამაშო ახლა კომფორტულად გრძნობს თავს ქალაქ მაარდუს სანაპიროს 4-ში. ჩვენს ახალ შენობაში შედის 5,000 მ2 ფართის საწყობი, სადაც 150-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდია განთავსებული. ამჟამად ჩვენი ესტონეთის გუნდი მუშაობს თითქმის 2000 მ2 ფართობზე, რომელიც 2 სართულზეა გაშლილი. ჩვენ … Continued

„XS სათამაშოების“ მაღაზიის გახსნა რიგაში, ლატვია

4 აპრილს გაიხსნა ახალი „XS სათამაშოების“ მაღაზია აკროპოლის სავაჭრო ცენტრში, რიგაში. ეს ლატვიაში მე-9 მაღაზიაა. აკროპოლისი რიგიის ცენტრიდან 10 წუთის სავალზეა და მდებარეობს კენგარაგსის მხარეში, „სამხრეთის ხიდის“ გვერდით.

„XS Lelut“ სავაჭრო ცენტრ „დიდ ვაშლში“ იხსნება

სავაჭრო ცენტრი „დიდი ვაშლი“ მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოს სწრაფად განვითარებად ნაწილში, მატინკილას რაიონში. სავაჭრო ცენტრს 2017 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და ახლა იქ 200-მდე მაღაზია, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი და რესტორანია განთავსებული. „დიდი ვაშლის“ მთავარი დანიშნულების ადგილს წარმოადგენს რესტორნების სამყაროს წარმომადგენელი M.E.E.T (გაიცანი, ჭამე, ისიამოვნე, ერთად), რომელიც ამაყობს მაღალი ხარისხის საკვების შთამბეჭდავი არჩევანით. „XS Lelut“-ის მაღაზია … Continued

შპს „ანვოლი“ გახდა „ყველაზე ძლიერი ესტონეთში“ 2014-2018 სერთიფიკატის მფლობელი

საერთაშორისო საკრედიტო საინფორმაციო კომპანია Creditinfo Eesti AS ადასტურებს, რომ OÜ Anvol-მა მიაღწია მუდმივ A-კლასის დონის საკრედიტო რეიტინგს გასული ხუთი ფინანსური წლის განმავლობაში. მაღალი რეიტინგი მისი უპირატესობის მაჩვენებელია: ესტონური კომპანიების მხოლოდ 3,4%-ს შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მუდმივად მაღალ რეიტინგზე. Creditinfo Eesti AS-ის რეიტინგი წარმოადგენს კომპანიის შეფასებას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური, ფინანსური და გადახდისუნარიანობის მიხედვით გამოხატულ ერთობლივ ხარისხს. რეიტინგი … Continued

„XS Lelut“-ის ახალი საშობაო ვიტრინა გაიხსნა ჰელსინკში სტოკმანის უნივერმაღში

ნოემბრის დასაწყისში, „XS Lelut“-მა გახსნა საშობაო ვიტრინა, ჰელსინკის სტოკმანის უნივერმაღის შუაგულში. ვიტრინის მთავარ ინსპირაციას წარმოადგენს საშობაო ჯადოქრობა, ზღაპრები და ცირკი. ვიტრინა ღია იქნება იანვრის შუა რიცხვებამდე.

Chicco-ს ახალი მაღაზია იხსნება ტალინის სავაჭრო ცენტრში T1

Chicco-ს ახალი კონცეპტუალური მაღაზია იხსნება ტალინის ახლად გახსნილ სავაჭრო ცენტრში „ტალინი T1“. საჭირო ლოკაცია ესტონეთის დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ცენტრში.